ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია | კვარა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

„პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით ფრანგულ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა — სიახლეებზე L’Equipe-მა და ცნობილმა ჟურნალისტმა, აბდელა ბულმამ დაწერეს.

„უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა და ის კლუბს საკუთარ მომავალს 2030 წლამდე დაუკავშირებს. ხვიჩა კვარაცხელიასა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ხოლო დეზირე დუეს შეთავაზება უკვე გაუკეთეს“, — წერს L’Equipe-ი.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციას ბულმაც ადასტურებს. მისი ცნობით, „პარი სენ-ჟერმენსა“ და კვარაცხელიას შორის მოლაპარაკებები 2031 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებაზე მიდის.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კვარაცხელია ლიგა 1-ისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია — Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ფასი 140 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში „კვარას“ ანგარიშზე 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ხვიჩამ უეფას სუპერთასის შეხვედრაში „ასტონ ვილას“ გაუტანა, საგოლე გადაცემა კი ლიგა 1-ში, „მონაკოს“ წინააღმდეგ მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადამწყვეტი სეზონი“ | The Athletic-ის სტატია მამარდაშვილზე
„გადამწყვეტი სეზონი“ | The Athletic-ის სტატია მამარდაშვილზე