რობერტ ლევანდოვსკი, ჟულ კუნდე
Aa
Aa

„ასეთ ფორმაში მოედანზე რას აკეთებს“ - კუნდე ლევანდოვსკისთან კონფლიქტს უარყოფს

„ბარსელონას“ მარჯვენა მცველმა ჟულ კუნდემ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა თანაგუნდელების გასამხნევებლად ლომბარდიის დედაქალაქში მაინც გაემგზავრა და თუ Catalunya Radio-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს დავუჯერებთ, ჰანსი ფლიკის მიერ შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდა. კერძოდ კი მას პრეტენზიები რობერტ ლევანდოვსკის თამაშთან დაკავშირებით ჰქონდა და გასახდელში ჩასულმა ხმამაღლა გამოთქვა საყვედური იმის გამო, რომ ასეთ ფორმაში მყოფი პოლონელი ფორვარდი მწვრთნელს ექსტრა-ტაიმში მოედანზე არ უნდა შეეყვანა.

კუნდეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მალევე მოუწია. ფრანგმა მცველმა ყოველივე ამას სრული სიცრუე უწოდა: „კარგად ვიცი, რომ ბევრი კომენტარებისთვის ჟურნალისტები ტყუილებს ხშირად იგონებენ, მაგრამ იმას, რაც ამ შემთხვევაში გააკეთეს, ჟურნალისტიკას ნამდვილად ვერ დავარქმევ - ეს უფრო მეტად ცილისწამება და არაპროფესიონალიზმია. ახლა, ვისაც როგორც გინდათ ჩემი ეს კომენტარი იქ გაავრცელეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ესპანეთის ლა ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ 4 ქულით უსწრებს. კვირას კი „ელ კლასიკოა“, სადაც მასპინძლები კატალონიელები იქნებიან და მატჩი თბილისის დროით 18:15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარჩინიაკი: “ფლიკისა და მისი მოთამაშეების კომენტარები სასაცილოა“
მარჩინიაკი: “ფლიკისა და მისი მოთამაშეების კომენტარები სასაცილოა“