საზონოვი თადარიგში დარჩა - ხეტაფე ბეტისთან დამარცხდა
ლა ლიგის მე-6 ტურში სევილიის „რეალ ბეტისმა“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
საბა საზონოვს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველი მცველი მთელი მატჩი თადარიგში იმყოფებოდა. საბა აგვისტოში გაცილებით მეტს თამაშობდა. სექტემბერში კი ჯამში მხოლოდ 6 წუთი აქვს მოედანზე გატარებული.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა მასპინძლებს სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ და უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ.
მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი აბდე ეზალზული გახდა, რომელმაც 45-ე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ სევილიელებს მინიმუმ მეორეს გატანა მართებდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ.
საბოლოოდ, 87-ე წუთზე მარტინის გაძევების შემდეგ, „ხეტაფე“ კაცნაკლული დარჩა და შეხვედრაში მცირე მუხტიც მოკვდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „ბეტისმა“ 15 ქულა მოაგროვა და „რეალთან“ ერთად მეორე პოზიციაზე იმყოფება. „ხეტაფე“ კი 5 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.
მე-7 ტურში, ანუ სანაკრებო პაუზის წინ, საზონოვის გუნდი შინ „მალაგას“ (კვირას 16:00) შეხვდება. „ბეტისი“ კი ლა კორუნიაში „დეპორტივოს“ ესტუმრება (კვირას 20:30).