პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეთქვა“ - გუარდიოლამ ჰოლანდს უსაყვედურა

ერლინგ ჰოლანდის ინტერვიუმ, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ფორვარდმა  ერთ-ერთ ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემას მისცა, დიდი რეზონანსი გამოიწვია. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა იყო „ქალაქელების“ წლევანდელი წარუმატებლობის მიზეზი, სკანდინავიელმა თამამად მიუგო, რომ მანჩესტერული კლუბის ჩავარდნა არა ხშირმა ტრავმიანობამ, არამედ გამარჯვებისადმი ნაკლებმა სწრაფვამ გამოიწვია, რაც ნამდვილად ვერ ხვდება თუ რით იყო გამოწვეული. ჰოლანდის ეს განცხადება აშკარად არ ესიამოვნა პეპ გუარდიოლას და საკუთარი უკმაყოფილების დამალვა არც უცდია.

რას ამბობს პეპი

თუ ერლინგი ასე ფიქრობდა და მთელი სეზონი მსგავსი შეგრძნებები აწუხებდა, ამის შესახებ გუნდში აუცილებლად უნდა ესაუბრა. „მანჩესტერ სიტიში“ მუდამ კარგი გარემო იყო, ჩვენი კლუბი ერთი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ერთმანეთისთვის დასამალი არაფერი გვაქვს და სულ ვცდილობთ ერთიანები ვიყოთ. მსგავსი განცხადებები კი ერთიანობას არღვევს.

შეგახსენებთ, რომ 35 ტურში დაგროვებული 64 ქულით „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მეორეზე მყოფ „არსენალს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ სამ ტურში „ქალაქელები“ სტუმრად „საუთჰემპტონთან“ და „ფულემთან“, ხოლო საკუთარ სტადიონზე „ბორნმუთთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიტის შემდეგ პაუზა მექნება“ - გუარდიოლა სამომავლო გეგმებზე
„სიტის შემდეგ პაუზა მექნება“ - გუარდიოლა სამომავლო გეგმებზე