ფროზინონე პალერმოსთან დამარცხდა | კვერნაძის გუნდს გავარდნა ემუქრება
სერია ბ-ს 38-ე ტურში „ფროზინონე“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე იცავს, „პალერმოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხა. ამრიგად, „ფროზინონეს“ მოუგებელი სერია 6 მატჩამდე გაიზარდა.
პირველი ტაიმი პალერმომ მინიმალური ანგარიშით მოიგო - 30-ე წუთზე თავი მატეო ბრუნორიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს - ბრუნორიმ დუბლი გაიფორმა.
რაც შეეხება გიორგის, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. 76-ე წუთზე კვერნაძის აქტიურობას „ფროზინონეს“ გოლი მოჰყვა, რომელიც შემდეგ თამაშგარის გამო გაუქმდა.
Sofascore-ისგან კვერნაძემ 6,8-იანი შეფასება მიიღო, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 დარტყმა კარისკენ, დრიბლინგის 1 წარმატებული მცდელობა (2-დან), 21-დან 20 ზუსტი პასი (95%), 4 ჩაწოდება, 2 ზუსტი გრძელი პასი, 9-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ 14-ჯერ დაკარგა ბურთი, სამჯერ დაჯარიმდა და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კვერნაძემ სერია ბ-ში 32 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე პასია.
სერია ბ-ს ბოლო ტურში „ფროზინონე“ პირველადგილოსან „სასუოლოს“ შეხვდება, რომელსაც სერია ა-ში დაწინაურება უკვე განაღდებული აქვს. სამი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდი სერია ბ-დან გავარდება, მე-16 და მე-17 ადგილებზე გასული გუნდები კი პლეიაუტში ითამაშებენ. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილი ამჟამად ასე გამოიყურება: