როდრი, ხოსე გაია
Aa
Aa

„ძალიან ცუდები არიან, ცენტრსაც ვერ გადმოსცდნენ“ - როდრიმ გაიას დაურეკა და მოუბოდიშა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა როდრიმ „ვალენსიას“ ლა ლიგის მატჩის დროს ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიში მოუხადა.

6 სექტემბერს კატალონიურმა კლუბმა კარლოს კორბერანის გუნდი სტუმრად, ლა ლიგის მე-4 ტურში 5:0 გაანადგურა.

პროგრამაში El Día Después აჩვენეს როდრისა და პაუ კუბარსის დიალოგი, რომლებიც მეორე ტაიმში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. 62-ე წუთზე შეცვლილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელს უთხრა:

„ისინი საშინელები, ძალიან ცუდები არიან. ძმაო, მეორე ტაიმში მოედნის ცენტრალური ხაზიც კი არ გადაუკვეთიათ. გასულ სეზონში როგორ არ გავარდნენ?“

- მოგვიანებით Movistar+-მა ეს ვიდეო წაშალა.

როგორც As-ი გამოცემა A Punt-ზე დაყრდნობით იუწყება, როდრიმ „ვალენსიას“ კაპიტანს, ხოსე გაიას დაურეკა და თავისი გამონათქვამების გამო ბოდიში მოუხადა. აღინიშნება, რომ „ბარსელონას“ ნახევარმცველმა გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები