გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

ლიხშტაინერი გაათავისუფლეს - ბაზელში სიგუას ახალი მწვრთნელი ეყოლება

შვეიცარიულმა „ბაზელმა“ მთავარი მწვრთნელი შტეფან ლიხტშტაინერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კლუბის გადაწყვეტილება გუნდში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. „ბაზელმა“ სეზონის პირველ შვიდ ლიგის მატჩში ორი ზედიზედ საშინაო მარცხი განიცადა, რის შემდეგაც კლუბის სპორტულმა ხელმძღვანელობამ მწვრთნელთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტა.

„ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში გუნდის ყოველდღიურ მართვასა და განვითარებაში ცვლილებებისა და პროგრესის მიღწევას ველოდით, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. შესაბამისად, კლუბი იძულებული გახდა, შტეფან ლიხტშტაინერთან თანამშრომლობა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა“, — ნათქვამია „ბაზელის“ განცხადებაში.

ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს ასისტენტი ლუიჯი ნოჩენტინი უხელმძღვანელებს. იტალიელი სპეციალისტი პირველ გუნდს დროებით, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ბაზელში ქართველი ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა ირიცხება, რომელიც ამ მომენტისთვის ტრავმირებულია და საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება. სულ მალე მას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები