ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წინა საღამოს გავიგე, რომ...“ | რატომ ჩაიშალა კვარას ტრანსფერი რომაში

„რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მაურო ლეომ განაცხადა, რომ 2021 წელს „ჯალოროსიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე თქვა უარი. ინფორმაციას ამის შესახებ Tuttomercato ავრცელებს.

„2021 წლის დეკემბერში მოსკოვში გავემგზავრე. კრისტიან ძაკარდომ ჩამინიშნა შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან, რათა შეთანხმება ბოლომდე მიგვეყვანა.

ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ წინა საღამოს მათ გამაფრთხილეს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა პრესაში აღმოჩენილიყო. არ ვიცი, რა იყო ამის მიზანი. შესაძლოა, მათ სურდათ კვარას ფასის გაზრდა და აუქციონის გამართვა...

შეხვედრა გავაუქმე და ცოტა ხანში უკან დავბრუნდი. 10 მილიონი ევროს გადახდა მაშინ არ შეგვეძლო. კვარას ფასი 6-7 მილიონი იყო, მაგრამ ვშიშობდი, რომ თუ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრესაში მოხვდებოდა, ფასი გაიზრდებოდა.

სამწუხაროდ, „ნაპოლის“ შეთავაზებას ვერ გავიმეორებდით. არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა, ლუჩანო სპალეტის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს გუნდში რომ აღმოჩენილიყო, მაგრამ ხვიჩას ტექნიკურ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარებოდა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ 10 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უპირატესობას ბრაზილიელს ანიჭებენ | შახტარში აზაროვს არ ენდობიან
უპირატესობას ბრაზილიელს ანიჭებენ | შახტარში აზაროვს არ ენდობიან