ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„პსჟ ბარსელონაზე უფრო ორგანიზებული გუნდია“ | კაპელოს პროგნოზი ფინალზე

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩს გამოეხმაურა და ფინალისტების შანსებზე ისაუბრა.

ფაბიო კაპელო:

„პსჟ-ს კონტრშეტევებზე თამაში არ გამოუვიდა. მათ კარგი ნახევარდაცვა ჰყავთ, რომლისგანაც მეტს ველოდი. ვფიქრობ, ფინალში ძალიან კარგი და გახსნილი მატჩი იქნება.

„ინტერი“ პრესინგზე არ წავა, იმიტომ რომ პსჟ-ს ნახევარდაცვას მათთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. პსჟ „ბარსელონაზე“ უფრო ორგანიზებული გუნდია, ამიტომ ბევრ გოლს არ ველოდები.

პსჟ-ში ყველა დარბის მოედანზე და ერთმანეთს ეხმარება. ენრიკე არ დაუშვებს, რომ ის ვინმემ დაჩრდილოს. ინძაგი უფრო ემოციურია, ვიდრე ენრიკე. არ მომწონს, როგორც ის მატჩის დროს იქცევა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ფეხბურთელებზე დადებითად მოქმედებს“.

ცნობისთვის, „ინტერმა“ ნახევარფინალში „ბარსელონას“, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „არსენალს“ სძლია. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ ფინალში დამსახურებულად გავიდა“ - ძანეტი მომავალ მეტოქეზე
„პსჟ ფინალში დამსახურებულად გავიდა“ - ძანეტი მომავალ მეტოქეზე