მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„სწორედ ეს არის შენი პრობლემა“ - მერაბმა ომალის მიმართა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ამავე წონის ჩემპიონის, შონ ომალის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამერიკელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკის მისამართით გაავრცელა.

რამდენიმე დღის წინ ომალი ამბობდა, რომ როდესაც ალექსანდერ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი აღარ იქნებოდა, ის ავსტრალიელ ლეგენდასთან ბრძოლის მიზნით წონას შეიცვლიდა და ჩხუბის შემთხვევაში მის დანოკაუტებასაც შეძლებდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით, დღეს დვალიშვილმა ომალის მიმართა.

რა დაწერა დვალიშვილმა:

სწორედ ეს პრობლემა მაქვს შენთან, ჩემპიონო. შენ თავს არიდებ მთავარ კონკურენტებს, ჩხუბებს, რომელიც რეალურია.

უფრო კონკრეტულად, შონ ომალიმ რამდენიმე დღის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„სიამოვნებით გავაკეთებდი ამას იმ შემთხვევაშიც, თუ ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი აღარ იქნება. ეს ნაძირალა ახლა ნამდვილად არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი მისი სიმაღლის მიუხედავად. თუმცა, მე არ ვამბობ, რომ მას შევებრძოლები. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მებრძოლის დანოკაუტება შემიძლია და მათ შორის ვოლკანოვსკისაც, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. შესაძლოა ეს ორ, ან სამ წელიწადში მოხდეს იმ შემთხვევაში. თუ ის კიდევ აქ იქნება, ამას აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ მგონია, რომ მანამდე ის მსუბუქ წონაში ავა.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაც გამოიწვია და თქვა, რომ თუ „მატადორი“ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლას მოუგებდა, მის წინააღმდეგ იბრძოლებდა. პარალელურად, მერაბ დვალიშვილი 1 თვეზე მეტია ომალისთან საჩემპიონო ბრძოლას ითხოვს, თუმცა ამერიკელი მებრძოლის მიზანი ჩიტო ვერასთან ჩხუბია, რის გამოც ქართველი „მანქანას“ ქამრისთვის ბრძოლის შანსები მცირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სადაც გინდა და როცა გინდა!“ - თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა
„სადაც გინდა და როცა გინდა!“ - თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა