შონ ომალი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მისი დანოკაუტება შემიძლია“ - ომალი თოფურიას შემდეგ ვოლკანოვსკისაც ემუქრება

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, შონ ომალი ილია თოფურიას შემდეგ ალექსანდერ ვოლკანოვსკისაც ემუქრება და ამბობს, რომ მისი დანოკაუტება შეუძლია.

რა თქვა ომალიმ:

სიამოვნებით გავაკეთებდი ამას იმ შემთხვევაშიც, თუ ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი აღარ იქნება. ეს ნაძირალა ახლა ნამდვილად არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი მისი სიმაღლის მიუხედავად.

თუმცა, მე არ ვამბობ, რომ მას შევებრძოლები. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მებრძოლის დანოკაუტება შემიძლია და მათ შორის ვოლკანოვსკისაც, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. შესაძლოა ეს ორ, ან სამ წელიწადში მოხდეს იმ შემთხვევაში. თუ ის კიდევ აქ იქნება, ამას აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ მგონია, რომ მანამდე ის მსუბუქ წონაში ავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაც გამოიწვია და თქვა, რომ თუ „მატადორი“ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლას მოუგებდა, მის წინააღმდეგ იბრძოლებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სადაც გინდა და როცა გინდა!“ - თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა
„სადაც გინდა და როცა გინდა!“ - თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა