ბელალმა და დელა მადალენამ წონა ჩააბარეს | ჟოზე ალდო ლიმიტს 3 კგ-ით გადაცდა
UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 315-ია, რომლის მთავარი მოვლენაც ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას დაპირისპირებაა. დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და საჩემპიონო ჩხუბის მონაწილეებმა წონა დააფიქსირეს.
ბელალი და დელა მადალენა 77.1 კილოგრამს იწონიან. ღონისძიების თანამთავარი მოვლენის მონაწილემ, ვალენტინა შევჩენკომ 56.2 კილოგრამი დააფიქსირა, მისმა მეტოქემ, მანონ ფიორომ - 56.6.
UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, ჟოზე ალდოს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ალდო სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ლიმიტზე 3 კილოგრამით მეტს იწონიდა. იგივე პრობლემა ჰქონდა მის მეტოქეს, აიმან ზაჰაბის და საბოლოოდ, მათი ორთაბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გადაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ბელალისა და დელა მადალენას ჩხუბი ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად საინტერესოა და მისი შედეგი ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე მოახდენს გავლენას. მუჰამედის გამარჯვების შემთხვევაში, ისლამ მახაჩევი მსუბუქ წონაში დარჩება და ილიას დაუპირისპირდება. თუ მუჰამედი დამარცხდა და დელა მადალენამ იმარჯვა, მახაჩევი ქვესაშუალოში ავა და მას შეხვდება, რის შემდეგაც, თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.