„ვოლკანოვსკის მოუგოს და ვეჩხუბები“ | ომალი ილიასთან ბრძოლაზე თანახმაა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „შუგამ“ ინტერვიუ ESPN MMA-ს მისცა, ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და მერაბ დვალიშვილი არც ამჯერად უხსენებია.
„2017 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი ინტერვიუსას ვთქვი, რომ კონორ მაკგრეგორზე უფრო პოპულარული და ცნობადი გავხდებოდი. ამ განცხადების გამო, უდიდესი კრიტიკა და ზიზღი მივიღე და მითხრეს, რომ ეს რეალური არ იყო. ჩემს გონებაში ყველაფერი სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი. ვიცოდი, რომ თუ ხალხის დანოკაუტებასა და ლამაზი გამოსვლების ჩვენებას განვაგრძობდი, მიზანს მივაღწევდი.
კონორის დონემდე ჯერ არ ავსულვარ. რა მჭირდება, რომ მას გავუთანაბრდე და გავასწრო? ამის გაკეთება რამდენიმენაირად შემიძლია. რა თქმა უნდა, ქამრის დაცვა და ტიტულის ლამაზი ნოკაუტით შენარჩუნება ერთ-ერთი ვარიანტია. შემიძლია, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ავიდე და იქ ქამრისთვის ვიჩხუბო, მაგრამ არა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან. ვოლკი ილია თოფურიას ხვდება. თუ ილია ოქტაგონზე გავა და ალექსს დაამარცხებს, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში სიამოვნებით ავალ, რათა თოფურიას ვეჩხუბო. დაბოლოს, კრივსაც განვიხილავ და ჯერვონტა დევისთან ბრძოლით დაინტერესებული ვარ“.
როგორც მოგეხსენებათ, ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ, ომალიმ მარლონ ვერასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. პარალელურად, „ალჯომ“ მატჩრევანში მოითხოვა და შანსი, რომ ომალის მომდევნო მეტოქე დვალიშვილი იყოს, ძალიან მცირეა.