საფრანგეთი დამარცხდა - ფინალში გერმანია და ინგლისი გავიდნენ
Aa
Aa

საფრანგეთი დამარცხდა - ფინალში გერმანია და ინგლისი გავიდნენ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში გადადის. დღეს ორი ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა.

დღის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთანეთს ინგლისი და ნიდერლანდები დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ინგლისმა 2:1 მოიგო. დუბლი შეასრულა ლივერპულის ვარსკვლავმა ჰარვი ელიოტმა ხოლო ნიდერლანდელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ნოა ოჰიომ გაიტანა.

მეორე ნახევარფინალი ნაკლებად დაძაბული გამოდგა. გერმანია საფრანგეთს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

მატჩი მხიარული გამოდგა, რადგან მომენტები ორივე კართან ხშირად იქმნებოდა. გერმანელთა მხრიდან ანგარიში მერვე წუთზე ვაიპერმა გახსნა, რასაც მე-14 წუთზე ვოლტემადემ უპასუხა და პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში საფრანგეთი ბევრს ცდილობდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე გრუდამ ვარნერის პასი გამოიყენა და საბოლოო წერტილი დასვა - 3:0.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საფრანგეთი ჯგუფში საქართველოსთან ერთად იყო. რამაზ სვანაძის გუნდს ფრანგების დასამარცხებლად ძალიან ცოტა დააკლდა. 84-ე წუთისთვის საქართველო 2:1-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ 2:3 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გადაწყვეტილია - ნიკო უილიამსი ბარსელონაში ითამაშებს
ყველაფერი გადაწყვეტილია - ნიკო უილიამსი ბარსელონაში ითამაშებს