კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

კონტრაქტს ახანგრძლივებს - რონალდუ ალ ნასრიში რჩება

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრისთან კონტრაქტი დაუმთავრდა. სპორტულ მედიაში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ლისაბონის სპორტინგს.

სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, კრიშტიანუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს არის. ახლა ოფიციალური დოკუმენტები მოწმდება.

ასევე განხილვის პროცესშია ბოლო დეტალები. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით გაახანგრძლივებს რონალდუ ხელშეკრულებას. საუბარი ერთ ან ორ წელიწადზე გახლავთ. არჩევანი თავად ფეხბურთელზეა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი არაბულ კლუბს 2023 წელს შეუერთდა. 2023 წლიდან დღემდე, 40 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 105 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 93 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაუგებარი გადაწყვეტილება“ | ლიონის ოფიციალური განცხადება
„გაუგებარი გადაწყვეტილება“ | ლიონის ოფიციალური განცხადება