ქუთაისის ტორპედო, მატეი სიმიჩი
Aa
Aa

მამუჩაშვილის შემდეგ - ტორპედომ ხორვატი ცენტრალური მცველი დაიმატა

როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის ტორპედო ვლადიმერ მამუჩაშვილით გაძლიერდა. სულ ცოტა ხნის წინ, ქუთაისური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა ახალი ტრანსფერის შესახებ გვამცნო.

ტორპედოს 29 წლის ხორვატი ცენტრალური მცველი მატეი სიმიჩი შეუერთდა. სიმიჩი ტორპედომდე რუმინულ სეპსიში თამაშობდა. იქამდე კი სიმიჩმა კარიერის დიდი ნაწილი ესპანურ კლუბებში გაატარა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ტორპედოს ახალწვეულმა კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

ცნობისთვის, ხორვატი უკანახაზელი სხვადასხვა დროს ნუმანსიაში, მუროში, ლოგრონესში, უნიონ მოლინენსეში, ამორებიეტაში, კრუმოვგრადში და ლეიდა ესპორტიუში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | შოთა არველაძემ ქასიმფაშა ჩაიბარა
ოფიციალურად | შოთა არველაძემ ქასიმფაშა ჩაიბარა