„ეს მთელ მსუბუქ წონას არევს“ - დარიუში ილია VS ისლამზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელმა მებრძოლმა, ბენეილ დარიუშმა Submission Radio-სთან ინტერვიუში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
„ილია თოფურიას მემკვიდრეობისთვის ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ეს ჩვენს სპორტს შეაყოვნებდა. რა თქმა უნდა, MMA ეგოისტური სპორტია და მე მესმის ილიასი. ეს მთელ წონით დივიზიონს არევს.
ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი აზრით, თოფურია მსუბუქ წონაში დარჩება. როგორი იქნება UFC-ის რეაქცია? მათ ეს ძალიან არ მოეწონებათ, მაგრამ ვერაფერს იზამენ. თუ თოფურია იტყვის, რომ მსუბუქ წონაში ჩხუბი არ სურს, ისინი ვერაფერს შეცვლიან“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მისთვის სხვა მებრძოლებთან ფიზიკურ მონაცემებს შორის სხვაობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. „მატადორის“ თქმით, ის მზადაა, ისლამ მახაჩევს ქვესაშუალო წონაში ეჩხუბოს.
აქვე გეტყვით, რომ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს ლას ვეგასში, UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან. მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის გასამართი ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00 საათიდან დაიწყება.