„დავანოკაუტებ და ოლივეირასთან ვეღარ იჩხუბებს“ | პედი პიმბლეტი ილიაზე
პედი პიმბლეტი ლას ვეგასში ჩავა და ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბს დაესწრება. „ბედიმ“ განაცხადა, თუ „ელ მატადორმა“ მასთან კონფლიქტი დაიწყო, ნოკაუტში აღმოჩნდება და შესაძლოა, „დუ ბრონქსთან“ ვეღარც იბრძოლოს.
„ლას ვეგასში ჩავალ და ჩხუბს დავესწრები. პრობლემების გამოწვევას არ ვაპირებ, უბრალოდ ღონისძიების სანახავად მივალ. ლონდონში რაც მოხდა, ინიციატორი თოფურია იყო. ჩემს მენეჯერთან და ოპერატორთან ერთად ვიდექი, მან კი სცადა, 9 კაცთან ერთად, თავს დამსხმოდა.
თოფურიას რომ შევხვდე, არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება, დავანოკაუტო და ოლივეირასთან ვეღარც იჩხუბოს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციებს იწვევს, თუმცა, თუ მან დაიწყო და რაღაც გააკეთა, ამჯერად, საქმეს ბოლომდე მივიყვან“.
ცნობისთვის, თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავა ღონისძიებაზე მეორე საჩემპიონო დაპირისპირებასაც ვიხილავთ და ალეშანდრე პანტოჟა კაი კარა-ფრანსს დაუპირისპირდება.