მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, რეი ლონგო
Aa
Aa

„რემატჩში უმარს ძალიან გაუჭირდება“ | რეი ლონგომ დვალიშვილზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ „მანქანისა“ და უმარ ნურმაგომედოვის შესაძლო რემატჩზე ისაუბრა. ლონგოს თქმით, ნაცნობ სცენარს ვიხილავთ და რუს მებრძოლს მეორე ჩხუბში ძალიან გაუჭირდება.

„რემატჩი ზუსტად იმავე სცენარით წარიმართება, როგორითაც პირველი დასრულდა. ან შესაძლოა, უმარისთვის გაცილებით ცუდად განვითარდეს მოვლენები. როგორც ეს ომალის დაემართა. პირველ ორთაბრძოლაში მერაბმა მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა, მეორეში - შონი დააფინიშა.

დვალიშვილი თავს რაც უფრო კომფორტულად გრძნობს, მით უკეთესად ჩხუბობს. უმართან უკვე უბრძოლია და თავდაჯერება აქვს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი ორთაბრძოლისას, ცოტათი გაერთო. მთელი სერიოზულობით რომ ეჩხუბა, საერთოდ სხვანაირი შედეგი გვექნებოდა. მაგალითად, ომალისთან მეორე ჩხუბში, მერაბის მხრიდან გართობა არ ყოფილა. არც კოცნები გვინახავს, არც შორს გახედვები. მთელი სერიოზულობით იყო და გვახსოვს, რაც მოხდა. უმართანაც იგივე იქნება“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის ბრძოლა UFC 311-ზე გაიმართა და ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო. მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ კლიმატში თამაში რთულია“ - ენრიკე სიეტლთან მატჩის შემდეგ
„ასეთ კლიმატში თამაში რთულია“ - ენრიკე სიეტლთან მატჩის შემდეგ