ბარსელონა, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

ყველაფერი გადაწყვეტილია - ნიკო უილიამსი ბარსელონაში ითამაშებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნიკო უილიამსს აქტიურად უკავშირებდნენ ბარსელონას. მეტიც, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბლაუგრანამ მის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა არ გამოუვიდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Diariosport უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ბარსელონას მზად არის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არის და ამას შემდეგ კვირაში გააკეთებს.

View this post on Instagram

A post shared by 433 (@433)

საუბარი 62 მილიონ ევროზეა. სიტუაცია არც ისე მარტივი იყო, რადგან ბარსამ ნიკოს მეშვეობით ატლეტიკთან მოლაპარაკება სცადა, მაგრამ კლუბის პასუხი უარყოფითი იყო.

კატალონიური გრანდი იძულებულია გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს. ამას კი საკუთარი სახსრებით გააკეთებს, Nike-ისგან მიღებული ბონუსით, რომელიც დაახლოებით 150 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოს დიდი ხანია კატალონიაში გადაბარგება სურს, რადგან იქ მისი უახლოესი მეგობარი ლამინ იამალი თამაშობს, რომელთან ერთადაც ესპანეთის ნაკრებში შესანიშნავ დუეტს ქმნის.

ასევე შეგახსენებთ, უილიამსი ბილბაოს აკადემიაში 2013 წელს ჩაირიცხა და პირველ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 167 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 31 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს ახანგრძლივებს - რონალდუ ალ ნასრიში რჩება
კონტრაქტს ახანგრძლივებს - რონალდუ ალ ნასრიში რჩება