ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ფავორიტი ტყუილად არაა“ | უიტეკერმა ილიასა და ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდამ, რობერტ უიტეკერმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. „რიპერმა“ „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ფავორიტი ტყუილად არაა.

„ჩარლზ ოლივეირას დიდი გულშემატკივარი ვარ. წარსულში, ეს ბიჭი, ყოველთვის ნებდებოდა, შემდეგ კი საკუთარ თავში ძალა იპოვა და ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. თუმცა, ილია საერთოდ სხვა ცხოველია. გულშემატკივრების ნაწილი ოლივეირასკენ იმიტომ იხრება, რომ არ ვიცით, თოფურია მსუბუქ წონაში როგორ იასპარეზებს.

ილია ნამდვილი იარაღია. წარმოუდგენელია ის, რაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის გაუკეთა. ორი ლეგენდა გაანადგურა და ეს დაუჯერებელია. საოცარი უნარები აქვს. ჩარლზიც ფენომენალური მებრძოლია, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება მოიგოს. ვერ ვხედავ კომპონენტს, რომელიც გამარჯვებაში დაეხმარება და რომელშიც თოფურიას აჯობებს.

ილია ძალიან, ძალიან მაგარია და სამართლიანია, ამხელა ფავორიტი რომ გახლავთ. ამ ბიჭმა მაქსი და ვოლკი გაანადგურა. თოფურიას ტანკივით დარტყმა აქვს. მისი ვარჯიშის ამსახველი ვიდეოები ვნახე და ძველებურად სწრაფია, ჩარლზს კი ხშირად ხვდება ხოლმე. ილიას აქვს ჯიუ ჯიცუ და ჭიდაობა, რაც ოლივეირას განეიტრალებაში დაეხმარება. ვფიქრობ, თოფურია ფავორიტი ტყუილად არაა“.

ცნობისთვის, თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მეორე საჩემპიონო დაპირისპირებასაც ვიხილავთ და ალეშანდრე პანტოჟა კაი კარა-ფრანსს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძეს სამი ინგლისური კლუბი აკვირდება | ორი პრემიერ ლიგიდანაა
ჩაკვეტაძეს სამი ინგლისური კლუბი აკვირდება | ორი პრემიერ ლიგიდანაა