დილა, გრიგოლ ჩაბრაძე
Aa
Aa

გაძლიერება კონფერენს ლიგისთვის | ჩაბრაძე დილას შეუერთდა

გრიგოლ ჩაბრაძე გორის „დილას“ შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ „დილამ“ სოციალურ ქსელებში დაადასტურა.

29 წლის მარჯვენა მცველი გასული წლის თებერვლიდან ირანულ „ზობ აჰანში“ თამაშობდა. ჩაბრაძე „იბერია 1999“-ის აკადემიის აღზრდილია და მისი ძირითადი გუნდის გარდა ნათამაშები აქვს ასევე ბათუმის „დინამოსა“ და „თელავის“ რიგებში.

ცნობისთვის, გრიგოლ ჩაბრაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია - ჯვაროსნების შემადგენლობაში მას 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „დილას“ მეტოქე ლუქსემბურგული „რასინგ უნიონი“ იქნება. პირველ მატჩს გორელები სტუმრად, 10 ივლისს გამართავენ, საპასუხო შეხვედრას კი 17 ივლისს გორი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ იჯარა? | ლაცაბიძეს კრივბასი აკვირდება
ისევ იჯარა? | ლაცაბიძეს კრივბასი აკვირდება