ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართული ტურნირის შერეულ ჩათვლაში, ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ფინალში მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმეს.

ფინალამდე, საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში საბერძნეთს 4:1 სძლია. მეორე ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები მსგავსი ანგარიშით დაამარცხეს, ნახევარფინალში კი საფრანგეთის ნაკრებს 4:2 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები თენგო ზირაქაშვილი, გიორგი ტერაშვილი და შალვა გურეშიძე გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ლუკა ბაბუცაძე დასჯერდა. ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავინ დანებდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ასე თამაშებს ვერ მოვიგებთ“ - ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან მატჩზე
„არავინ დანებდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ასე თამაშებს ვერ მოვიგებთ“ - ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან მატჩზე