პიოტრ იანი: შონ ომალი ქათამია, რომელსაც UFC-სთვის ფული მოაქვს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის დაგეგმილ რევანშზე ილაპარაკა, რომელიც UFC 316-ზე გაიმართება.
რუსმა მებრძოლმა „მანქანას“ მეტოქეს „კვერცხისმდებელი ქათამი“ უწოდა.
„ყველამ იცის, რომ UFC ომალის საჩუქრებს უკეთებს. ეს უკვე ორჯერ მოხდა. როცა ჩემთან იჩხუბა, მე ის ვცემე, მაგრამ UFC-მ საჩუქარი მას გაუკეთა და ახლა მას სატიტულო ჩხუბი მისცეს. ის ქათამია, რომელსაც UFC-სთვის ფული მოაქვს. მერაბი მას ისევ მოუგებს. 70/30-ზეა, მერაბის სასარგებლოდ. შონი კრივში კარგია, მაგრამ არ მჯერა, რომ მას მოგება შეუძლია“, - თქვა იანმა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის იანი ანგარიშზე 18 გამარჯვება და 5 მარცხია. ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში. UFC Fight Night 248-ზე, დეივისონ ფიგერედოსთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.