გიორგი ტერაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, ლუკა ბაბუციძე, შალვა გურეშიძე
Aa
Aa

ოქრო ევროპის ჩემპიონატზე - გურეშიძის წარმატებული გამოსვლა

ძიუდოში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შალვა გურეშიძემ (+100 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში კვიპროსელი იანის ანტონიუ იპონით დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, შალვა გურეშიძემ ბერძენი პავლოს მავრომატისი იპონით დაამარცხა, 1/4 ფინალში ესტონელ კაბრიელ კირნას იპონით მოუგო, რის შემდეგაც თურქი ერგინის ბარიერი იპონით დაძლია.

მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები თენგო ზირაქაშვილმა (-66 კგ.), გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ.) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ.) მოიპოვეს. ლუკა ბაბუციძის (-81 კგ.) აქტივში ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროთი და 1 ბრინჯაოთი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ვაჟებში კი - საუკეთესო იყო.

ხვალ, 10 სექტემბერს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები