ძიუდო: ბახტაძე ოქროსთვის, ხოლო ბენდელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
Aa
Aa

ძიუდო: ბახტაძე ოქროსთვის, ხოლო ბენდელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დღეს, ქართული დელეგაცია ოქროს მედლის მოლოდინშია.

73 კგ. კატეგორიაში ცოტნე ბახტაძემ 4 მეტოქე დაამარცხა და ფინალამდე მივიდა.

ნახევარფინალში ბახტაძის მეტოქე სერბი ბოგდან ველიკოვიჩი იყო. ფინალში კი ოქროსთვის ბრძოლაში იტალიელ ლუჩიო ტავოლეტის დაუპირისპირდება.

81 კგ. კატეგორიაში გიორგი ბენდელიანი ბრიჯნაოს მედლისთვის იბრძვის. ქართველმა მეოთხედფინალში ყაზახ მეტოქესთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ვენესუელელი ლუის პარიჩე დაამარცხა, ახლა კი ბრინჯაოსთვის დუშან გრაჰოვაცს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხუთი ქართველი TOP 10-ში! | IJF-ის განახლებული რეიტინგი ცნობილია
ხუთი ქართველი TOP 10-ში! | IJF-ის განახლებული რეიტინგი ცნობილია