ბელალ მუჰამედი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„პენსიაზე გასვლის დროა“ - მადალენა დარწმუნებულია, რომ მუჰამედს დაამარცხებს

ჯეკ დელა მადალენა დარწმუნებულია, რომ ბელალ მუჰამედს დამაჯერებლად მოუგებს.

ეს 2 მებრძოლი ერთმანეთს 11 მაისს დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი UFC 315-ის მთავარი მოვლენა იქნება - მუჰამედმა ქვესაშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი უნდა დაიცვას.

„ვფიქრობ, მას უხეში გამოღვიძება ელოდება. ბელალს დარტყმებით დავამარცხებ. მე მას ფიზიკურად გავანადგურებ. მას UFC-ში კარგი კარიერა ჰქონდა, მაგრამ პენსიაზე გასვლის დროა“, - თქვა ავსტრალიელმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ ბელალ მუჰამადმა უკანასკნელი და საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის ზაფხულში ჩაატარა, როდესაც ლეონ ედვარდსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება დელა მადალენას, ის გულშემატკივარმა 2024 წლის მარტში იხილა, როდესაც გილბერტ ბარნსს მესამე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა მოხდება, თუ იმას ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან“ - რუსი პრომოუტერი თოფურიას შესახებ
„რა მოხდება, თუ იმას ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან“ - რუსი პრომოუტერი თოფურიას შესახებ