კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველთა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები
Aa
Aa

კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველთა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი დღე ქართული დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა.

მერაბ სამადაშვილმა  (55 კგ) ვერცხლი, ხოლო შოთა ბოჩოშვილმა (50 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ფინალში სამადაშვილმა ყაზახ ასტიევთან დათმო, იქამდე კი 4 ბრძოლის მოგება შეძლო.

ბოჩოშვილმა რეპეშაჟში ბწინჯაოსთვის ბრძოლაში მონღოლი ტუგულდურ ჩოიჯილავი დაამარცხა.

მომდევნო დღეებში სხვადასხვა წონით კატეგორიებში კიდევ 12 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ:

-66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე

-73კგ – ცოტნე ბახტაძე

-81კგ – გიორგი ბენდელიანი

-90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე

+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი

-48კგ – თამარ გიგოლაევი

-52კგ – თამარ სუხიაშვილი

-63კგ – ნონა დოლიაშვილი

-70კგ – ლიზი ქვარცხავა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯომ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს“ | მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
„ალჯომ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს“ | მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა