მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„რემატჩი 2024 წელს“ | ალჯოს ომალისთან კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა უნდა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შონ ომალისთან მარცხამდე, „ალჯო“ აცხადებდა, რომ ეს სუპერ მსუბუქ წონაში მისი ბოლო ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

სტერლინგმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „რემატჩი 2024 წელს. სანტიმეტრების თამაში. აუცილებლად დავბრუნდები“.

რამდენიმე საათის შემდეგ, „ალჯოს“ იუთუბ არხზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ყოფილი ჩემპიონი ამბობს: „ომალი საქებარ სიტყვებს იმსახურებს. მოთმინება გამოიჩინა და დაელოდა შეცდომას, რომელიც უნდოდა, რომ დამეშვა. შანსი არ მომეცა, რომ მსოფლიოსთვის ჩემი გრეპლინგი და ის მეჩვენებინა თუ რატომ ვარ საუკეთესო. ახლა გვირგვინი შონს ეკუთვნის. რემატჩი ჩემზეა დამოკიდებული და იმედია, მას მივიღებ. თუ რემატჩს ვერ მივიღებ, იქნებ, შანსი მერაბს მისცენ. მის გვერდით ვიქნები და ომალისთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად დავეხმარები. ვნახოთ, შემდეგი რა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, „მანქანა“ Full Send MMA-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ სტერლინგმა რემატჩი უნდა მიიღოს. დვალიშვილი მზადაა, სატიტულო ბრძოლას 1 ან 2 წლის განმავლობაში დაელოდოს და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები