სქოულზი: მანჩესტერ იუნაიტედი ხანდახან რეალს მაგონებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა ყოფილ გუნდზე ილაპარაკა, რომელიც მისი თქმით, ხანდახან „რეალს“ აგონებს.
რუბენ ამორიმის გუნდმა „ბილბაო“ ორჯერ დაამარცხა და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ მატჩში „წითელი ეშმაკები“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან.
„ისტორია გვკარნახობს, რომ იუნაიტედს შესანიშნავი შანსები აქვს. ვიცი, რომ „ტოტენჰემმა“ ამ სეზონზე
ის სამჯერ დაამარცხა და ჩათვლიან, რომ მათ მეტი შანსი აქვთ. რაღაც მიზეზების გამო, ამ კლუბის ისტორია ხანდახან „რეალის“ ისტორიას მაგონებს - მაშინაც კი, როდესაც არც ისე კარგად თამაშობენ, მათ მაინც შეუძლიათ შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ევროთასების მოგება. ვგრძნობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცოტათი მეტი შანსი აქვს, თუმცა ვთვლი, რომ „ტოტენჰემი“ ნამდვილად კარგი გუნდია“, - თქვა სქოულზმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი 21 მაისს გაიმართება და მას „სან მამესი“ უმასპინძლებს.