კაზემირო, რასმუს ჰოილუნდი, მეისონ მაუნტი
Aa
Aa

ინგლისური ფინალი ევროპა ლიგაზე | მანჩესტერ იუნაიტედი ტოტენჰემს შეხვდება

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი ინგლისური იქნება. 21 მაისს, „სან მამესზე“ საუკეთესოს ვინაობას პრემიერ ლიგის წარმომადგენლები გაარკვევენ და ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალში, „წითელმა ეშმაკებმა“ ასპარეზობას „ბილბაო“ გამოთიშეს. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 3:0 მოიგეს, განმეორებითი მატჩი კი „ოცნებათა თეატრზე“ გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1.

შეხვედრაში ანგარიში „ბილბაომ“ გახსნა და 31-ე წუთზე, მიკელ ხაურეგისარის გოლით დაწინაურდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თამაში მეორე ტაიმში შემოატრიალა. 72-ე წუთზე, მეისონ მაუნტმა წონასწორობა აღადგინა. 8 წუთში, „წითელი ეშმაკები“ კაზემირომ დააწინაურა, 85-ე წუთზე, რასმუს ჰოლიუნდის ჯერი დადგა, საბოლოო ანგარიში კი მაუნტმა დააფიქსირა.

მეორე ნახევარფინალში „ტოტენჰემმა“ „ბოდო-გლიმტს“ აჯობა. „დეზებმა“ პირველი თამაში 3:1 მოიგეს, სტუმრად კი ნორვეგიულ კლუბს 2:0 მოუგეს. ლონდონელთა მხრიდან გოლები დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ გაიტანეს.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ ფინალში გასვლა ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში პრემიერ ლიგას 6 წარმომადგენელი ეყოლება. ხუთი პირდაპირ გავა, მათ კი ევროპა ლიგის გამარჯვებული დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | ადრიანის რჩევა მამარდაშვილს
„მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | ადრიანის რჩევა მამარდაშვილს