ზაზა ნადირაძე, ბადრი ყაველაშვილი, მარიამ ქერდიკაშვილი
Aa
Aa

ევროპული თამაშები - სამი მედლის შანსი პოლონეთში

გუშინ მესამე ევროპული თამაშები პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა და საქართველოს დელეგაციის მედროშეები ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე და მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე იყვნენ.

დღეს კი ნადირაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალედ იასპარეზე და ტურნირის ფინალში გავიდა. 200 მეტრის სიგრძის დისტანცია ზაზამ 39.266 წამში დაძლია.

ასევე, ფინალში მარიამ ქერდიკაშვილი და ბადრი ყაველაშვილი გავიდნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამი ნახევარფინალში გავიდა, სადაც 200 მეტრი დისტანცია 48.758 წამში დაძლია და მეორე ადგილით ფინალის საგზური მოიპოვა.

ასევე, ნახევარფინალში ფინალის საგზური კაიაკით ბადრი ყაველაშვილმა მოიპოვა. ქართველმა ნიჩბოსანმა საასპარეზო დისტანცია 35.839 წამში დაძლია.

ფინალური გაცურვები ხვალ თბილისის დროით 16:25 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია