„იშვიათი პროფილის მქონე მოთამაშეა“ | პარი სენ-ჟერმენის ექს-ფეხბურთელი კვარაზე
„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვენსან გერენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გერენის თქმით, „კვარა“ იშვიათი პროფილის გარემარბია და „ნაპოლიში“, ვიქტორ ოსიმენის უკან თამაშმა მას პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა.
„კვარაცხელია ლუის ენრიკეს ნაყიდი ფეხბურთელია. ესპანელმა სპეციალისტმა იშვიათი პროფილის მქონე მოთამაშე გაიფორმა და ხვიჩა გოლების გამტანი გარემარბია. ამ ბიჭს შეუძლია, ფლანგი გაასუფთაოს და თამაშის სცენარიდან გამომდინარე, აქვს უნარი, ფლეიმეიქერის პოზიციაზე გადაინაცვლოს.
ნაპოლიში ყოფნისას, იყო მომენტები, როდესაც კვარა მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე, ვიქტორ ოსიმენის უკან მოქმედებდა. ეს მას დაეხმარა, მეტოქის კარის წინ თამაში გაეუმჯობესებინა და ფლანგზე, მხოლოდ სისწრაფის იმედად არ დარჩენილიყო. პარი სენ-ჟერმენში ხვიჩას თითქმის ისეთი ინსტრუქციები აქვს, როგორიც ნაპოლიში ჰქონდა. ის ახალი სისტემაში არ ჩაგვისვია და ეს რომ გაგვეკეთებინა, იყო შანსი, ადაპტაციისა და აკლიმატიზაციას პროცესი მეტხანს გაგრძელებულიყო“.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენში გამართულ სადებიუტო სეზონში, კვარაცხელიამ ლიგა 1 მოიგო, საფრანგეთის თასის დასაკუთრების შანსი აქვს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. საფრანგეთის თასის ფინალი 24 მაისს გაიმართება და პსჟ-ს მეტოქე „რეიმსია“, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა კი „ინტერის“ წინააღმდეგ, 31 მაისსაა ჩანიშნული.