ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება“ - ბისპინგის პროგნოზი

UFC-ის კომენტატორმა და ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა განაცხადა, რომ ილია თოფურიას სამი წონის ჩემპიონობა შეუძლია.

ბისპინგმა ასევე გააკეთა პროგნოზი თოფურია-ოლივეირას ბრძოლასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბში თოფურიას გამარჯვების კარგი შანსები აქვს. ილია მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.

თუ ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდება, ჩვენ ილიას და ისლამის ჩხუბს ვიხილავთ. ეს ჩხუბი აუცილებლად უნდა შედგეს. ვფიქრობ, ილიას შეუძლია სამი წონის ჩემპიონიც გახდეს“.

როგორც ცნობილია, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში, თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება. ბუკმეკერები „ელ მატადორს“ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ.

რაც შეეხება საშუალო წონას, ჩემპიონის ქამარს ჯეკ დელა მადალენა პირველად სწორედ ისლამ მახაჩევთან დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია უნაკლო მებრძოლი არაა“ | რა თქვა ჟან სილვამ ილიაზე
„თოფურია უნაკლო მებრძოლი არაა“ | რა თქვა ჟან სილვამ ილიაზე