ილია თოფურია
Aa
Aa

მესამე ქამრისთვის ჩხუბი? | თოფურიამ საშუალო წონაში ასვლაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის პრეტედენტმა, ილია თოფურიამ ისაუბრა იმაზე, აპირებს თუ არა საშუალო წონაში გადასვლას და 3 წონის ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აპირებს ილია ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ საშუალო წონაში ასვლას და მესამე წონის ჩემპიონობისთვის ბრძოლას, „ელ მატადორმა“ ასე უპასუხა:

„არა, ასეთი გეგმები არ მაქვს. ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ საშუალო წონაში ასვლას არ ვაპირებ. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა გეგმები ექნება UFC-ის. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ.

ამ შემთხვევაში, ქვემსუბუქი წონიდან წასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ წონას ვეღარ ვიკლებდი და ჯანმრთელობას ვიგდებდი საფრთხეში. რაც შეეხება დანარჩენს, თუ UFC-ის და ჩემი გეგმები დაემთხვევა, ყველაფრისთვის მზად ვარ“.

როგორც ცნობილია, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში, თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება. ბუკმეკერები „ელ მატადორს“ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ.

რაც შეეხება საშუალო წონას, ჩემპიონის ქამარს ჯეკ დელა მადალენა, დიდი ალბათობით, პირველად სწორედ ისლამ მახაჩევთან დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოლივეირა ილიაზე დიდია და უფრო მრავალმხრივი მებრძოლიცაა“ - მატეუშ გამროტი
„ოლივეირა ილიაზე დიდია და უფრო მრავალმხრივი მებრძოლიცაა“ - მატეუშ გამროტი