NBA-ის სეზონის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა
შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა. „ოკლაჰომა სითი თანდერის“ კანადელმა მცველმა აჯობა „დენვერ ნაგეტსის“ ცენტრს, ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც ეს ჯილდოს ბოლო 4 წელიწადში სამჯერ მოიგო, და „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდს, იანის ანტეტოკოუნმპოს, რომელიც MVP 201-2020 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა.
გილჯეს-ალექსანდერი 913 ხმა მიიღო, იოკიჩმა 787, ხოლო ანტეტოკოუნმპომ - 470.
ცნობისთვის, 76 მატჩში გილჯეს-ალექსანდერმა საშუალოდ 32.7 ქულა, 5.0 მოხსნა, 6.4 ასისტი, 1.7 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწია ქულების, ასისტებისა და დაფარებების მხრივ.
გარდა ამისა, მას ჰქონდა ყველაზე მეტი 20-ქულიანი, 30-ქულიანი, 40-ქულიანი და 50-ქულიანი მატჩი. გილჯეს-ალექსანდერმა ასევე 72 მატჩში ზედიზედ სულ მცირე 20 ქულა ჩააგდო, რაც 1963-64 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე გრძელი სერიაა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლოს კანადელი კალათბურთელი სეზონის MVP 2005-06 წლების სეზონში გახდა, როდესაც ზეიდიზედ მეორედ ეს ჯილდო სტივ ნეშმა მოიგო.