„ზივზივაძე რომ შეგვენარჩუნებინა...“ | კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუ გაიხსენა
„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა, რომელმაც გუნდი ზამთარში დატოვა და „ჰაიდენჰაიმს“ შეუერთდა.
„დროთა განმავლობაში ბუდუს გაყიდვით გამოწვეულმა ბრაზმა გადამიარა, მაგრამ ნათელია, რომ კონკრეტულ მატჩებში მისი არყოფნა ნათლად დაგვეტყო.
ზივზივაძე რომ შეგვენარჩუნებინა, თუნდაც მესამე ადგილზე გასვლის შანსები უფრო რეალური იქნებოდა. გარდა ამისა, ტრანსფერს სპორტულის გარდა ეკონომიკური შემადგენელიც აქვს და საბოლოო ჯამში ამან ყველაფერი გადაწონა.
გააკეთა თუ არა „კარლსრუემ“ ყველაფერი, რათა ბუდუ დარჩენილიყო? არ ვიცი, ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა. ჩემთვის უცნობია, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და რაზე იყო კონკრეტულად საუბარი.
პირადად ჩემთვის ბუდუსთან მუშაობა კომფორტული იყო, ამიტომ ჩემი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ მისი დაყოლიება და გუნდში დატოვება შესაძლებელი იყო. თუმცა ეს ისეთივე სპეკულაციაა, როგორც ის, შევძლებდით თუ არა პირველ ბუნდესლიგაში ასვლას ბუდუსთან ერთად“.
ცნობისთვის, ბუდუს წასვლის შემდეგ „კარლსრუემ“ 17 მატჩიდან 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 6 წააგო და სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ პლეიოფში მესამე ადგილიდან გასულ „ელვერსბერგს“ „კარლსრუე“ მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩა.