გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონის სეზონის საუკეთესო გოლი | მიქაუტაძე ნომინანტებს შორისაა

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ქართველ ფეხბურთელს 17 საგოლე მოქმედება ჰქონდა და საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით, მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო, 6-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.

ბოლო ტურის შემდეგ, „ლიონმა“ სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. ფრანგულმა კლუბმა ოთხი გოლი გამოარჩია და მათგან ორის ავტორი მიქაუტაძეა. საუბარია „ანჟერისა“ და „ლე ავრის“ წინააღმდეგ შეგდებულ ბურთებზე.

მიქაუტაძის კონკურენტები რაიან შერკი და მალიკ ფოფანა არიან. შერკიმ „რეიმსს“ გაუტანა, ხოლო ფოფანამ „რენის“ გულშემატკივრები დაამწუხრა. გამარჯვებული გულშემატკივრებმა უნდა გამოავლინონ და გამოკითხვა „ლიონის“ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო და მისით „იუვენტუსია“ დაინტერესებული. გიორგის კონკურენტი, ალექსანდრ ლაკაზეტი ზაფხულში „ლიონს“ ტოვებს და მიქაუტაძე უკონკურენტოდ რჩება, რის გამოც, „ლიონის“ დაყოლიება მარტივი არავისთვის იქნება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Footmercato: სენტ-ეტიენის პოზიცია ცნობილია - დავითაშვილი არ იყიდება
Footmercato: სენტ-ეტიენის პოზიცია ცნობილია - დავითაშვილი არ იყიდება