რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის | 21 წლამდე ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში მოემზადება.

ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან.

8 ივნისს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს. რუმინეთთან მატჩის რეპორტაჟის და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს და რუმინეთის 21-წლამდე ნაკრებთა ბოლო მატჩი, 2022 წლის 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და ის მატჩი რამაზ სვანაძის პირველი ფორმაციის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ცოტნე კაპანაძის დუბლით - 2:0 მოიგო.

ევრო 2025 | მატჩების განრიგი

11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრებში (U21) თამაშით ამაყია | იეგოიანი სომხეთის ვარიანტს არ განიხილავს
საქართველოს ნაკრებში (U21) თამაშით ამაყია | იეგოიანი სომხეთის ვარიანტს არ განიხილავს