კადისმა იური ტაბატაძე ოფიციალურად წარადგინა
„კადისმა“ იური ტაბატაძე ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის თავდამხსმელი ესპანეთში გუშინ დილით ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, დღეს კი მისი პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მან კომენტარიც გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდი. მოუთმენლად ველოდები, როდის დავიწყებ თამაშს და დავეხმარები გუნდს - აქ სწორედ ამ სურვილით მოვედი. თავს სწრაფ და ძლიერ მოთამაშედ მივიჩნევ. ძალიან თბილად მიმიღეს და ადაპტაციამაც კარგად ჩაიარა“, - თქვა ტაბატაძემ.
???? Más fotos de la presentación de Iuri pic.twitter.com/42XNDXj4O2
— Cádiz Club de Fútbol (@Cadiz_CF) August 28, 2025
შეგახსენებთ, რომ იური „იბერია 1999“-ის აკადემიის აღზრდილია და თითქმის მთელი კარიერა ამ კლუბში აქვს გატარებული, ცოტა ხნით კი სლოვაკურ „ვიონშიც“ თამაშობდა. Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ტაბატაძემ „იბერიას“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება „კადისს“, ორი ტურის შემდეგ, „ყვითლებს“ ერთი მოგება და ფრე აქვთ და სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციას იკავებენ. „კადისის“ მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაა და „ყვითლები“ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობენ.