ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის დუბლი 11 წუთში | ინტერ მაიამი ლიგის თასის ფინალში გავიდა

ლიგის თასის ნახევარფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ „ორლანდო სითის“ დაუპირისპირდა. ხავიერ მასკერანოს გუნდი 0:1-ს აგებდა, თუმცა „ლა პულგამ“ 11-წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა და „ინტერ მაიამის“ ფინალის საგზური მოუტანა.

„ორლანდო სითი“ პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე დაწინაურდა და „ინტერ მაიამის“ კარი მარკო პასალიჩმა აიღო. 75-ე წუთზე „ორლანდო სითი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, 2 წუთში კი მესიმ პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 88-ე წუთზე ლიონელმა დუბლი გაიფორმა და ჟორდი ალბას პასით ისარგებლა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კი ტელასკო სეგოვიამ გაიტანა - 3:1.

„ლეო მესიმ კიდევ ერთხელ აჩვენა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად რატომ ითვლება. ის ყველა გუნდში გადამწყვეტი მოთამაშეა, ისევე როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე,“ - განაცხადა მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა, როდრიგო დე პოლმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე გამართულ 26 შეხვედრაში მესის 22 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული. მისი წყალობით, „ინტერ მაიამი“ ლიგის თასის ფინალში ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა და „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალი კომპენსაციის გადასახდელად მზადაა! მიქაუტაძე ლა ლიგაში?
ვილიარეალი კომპენსაციის გადასახდელად მზადაა! მიქაუტაძე ლა ლიგაში?