სერჯო სკარიოლო
Aa
Aa

სკარიოლო: საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ

ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ, ხვალ საქართველოსთან გასამართი შეხვედრის წინ, პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ ევრობასკეტზე ისაუბრა.

პრესის მხრიდან იყო კითხვა უშუალოდ საქართველოს ნაკრების შესახებ, რაზეც სკარიოლომ ასეთი პასუხი გასცა.

„საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ. ფიზიკურად ჩვენზე დიდი და ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. მათი შეზღუდვა უნდა შევძლოთ. ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. ქართველებს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ, შეტევაშიც და დაცვაშიც. მათ შორის NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები, ასევე ქართველ-ამერიკელი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი და პლუს ლეგენდარული გიორგი შერმადინი.

ვფიქრობ, მჭიდრო და რთული თამაში იქნება. ჩვენ შევეცდებით ჩვენი კალათბურთი ვითამაშოთ. იმედი მაქვს მოვიგებთ“.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პირველი ტურის შეხვედრა ესპანეთსა და საქართველოს შორის 28 აგვისტოს 16:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები