„თოფურია-პიმბლეტის ბრძოლა უფრო მიმზიდველია, ვიდრე...“ - რას ამბობს სონენი
UFC-ის ყოფილი მებრძოლმა და ამჟამად MMA-ს ექსპერტმა, ჩეილ სონენმა ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა.
მან ახსნა, რატომ არის ეს დაპირისპირება უფრო მომგებიანი, ვიდრე თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლა.
„ისლამი და ილია - ეს არც ისე მასშტაბური ჩხუბია, როგორიც უნდა ხალხს წარმოიდგინოს. ეს შეიძლება მოხდეს გარკვეული დროის შემდეგ და სხვა პირობები. აი, ილია პედის წინააღმდეგ კი ახლა უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ილია ისლამის წინააღმდეგ. თუ მახაჩევს ტიტულს მისცემთ, მაშინ უკვე შეიძლება სხვანაირად საუბარი“, - თქვა სონენმა ESPN-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.„ბედის“ ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს.
რაც შეეხება თოფურიას, „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.