ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტი თოფრიას: ელ ჩორიზო, შენთან მოვდივარ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიას შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა და „ელ ჩორიზო“ უწოდა.

„უბრალოდ ზარს ველოდები, „ელ ჩორიზო“, შენთან მოვდივარ“ - დაწერა „ბედიმ“ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. „ბედის“ ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს.

რაც შეეხება თოფურიას, „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლოს ანჯელესში ვარ და მნახე“ - ჩიმაევის პასუხი სტრიკლენდს
„ლოს ანჯელესში ვარ და მნახე“ - ჩიმაევის პასუხი სტრიკლენდს