გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალის ინტერესი ესპანეთშიც დაადასტურეს | რას წერენ მიქაუტაძეზე

„ლიონის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ინტერესის ობიექტია. გუშინ, Footmercato-მ დაწერა, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ თავდამსხმელს ეძებს და მიქაუტაძის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს. უფრო მეტიც, კლუბი მზად არის, მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციას ესპანური მედია გამოეხმაურა. Cadena Ser-მა დაადასტურა, რომ „ვილიარეალს“ მიქაუტაძის გადაბირება ნამდვილად სურს, თუმცა დაამატა, რომ გარიგების ფინანსური მხარის დახურვა მარტივი არ იქნება.

„ფინანსური თვალსაზრისით, ტრანსფერის დასრულება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მართალია, „ვილიარეალი“ 15-მილიონიან შეთავაზებას განიხილავს, მაგრამ „ლიონმა“ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა — ფრანგული კლუბი მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც დამატებით 5-მილიონიანი ბონუსები უნდა დაერთოს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გრძელდება,“ – აღნიშნავს გამოცემა.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის მიხედვით, „ვილიარეალის“ გარდა, მიქაუტაძით „ბრენტფორდიც“ დაინტერესებულია. ამ მომენტისთვის, „ყვითელ წყალქვეშა ნავი“ უფრო აქტიურია, თუმცა ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა მონაწილე ცნობილია: ლიგის წილისყრა და 1 სიახლე ახალ ფორმატში
ყველა მონაწილე ცნობილია: ლიგის წილისყრა და 1 სიახლე ახალ ფორმატში