„თოფურია UFC 322-ზე არ იჩხუბებს“ - Eurosport-ის ჟურნალისტი
ილია თოფურია ნიუ-იორკში გასამართ UFC 322-ის ღონისძიებაზე არ გამოვა. ამის შესახებ Eurosport-ის ჟურნალისტმა და UFC-ის ანალიტიკოსმა ალვარო კოლმენერომ განაცხადა.
ბოლო 24 საათში ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის ბრძოლა შესაძლოა UFC 322-ის მთავარი აფიშა ყოფილიყო.
„ბევრმა თქვენგანმა მომწერა და მკითხეს, მართალია თუ არა, რომ ილია ნიუ-იორკში იბრძოლებს. რამდენადაც ვიცი, პასუხი უარყოფითია. იმედი მაქვს, რომ თოფურია იანვარში ან თებერვალში შეძლებს გამოსვლას“,
- წერს კოლმენერო სოციალურ ქსელებში.
???? Muchos me habéis escrito para preguntarme si es verdad que Joel Álvarez peleaba en París e Ilia Topuria en Nueva York.
— Álvaro Colmenero (@KOlmeneroMMA) August 27, 2025
✖️ Hasta donde yo sé, la respuesta es NO.
???????? Espero que Joel pueda pelear en octubre/noviembre y Topuria en enero/febrero.
„ელ მატადორმა“ ბოლოს ივნისის ბოლოს იბრძოლა, როდესაც ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
თოფურიას მომდევნო სავარაუდო მეტოქეთა სიაში ჯასტინ გეიჯის გარდა, არმან ცარუკიანი და პედი პიმბლეტი იმყოფება.