ლუის ენრიკე: “გვჯერა, რომ წელს ყველაფრის მოგება ისევ შეგვიძლია“
პარი სენ ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, კლუბის ოფიციალურ გვერდს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.
ენრიკე:
„ინტერთან გამარჯვება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სტადიონზე მოხდა. ეს იყო მატჩი, რომელზეც ყველა ოცნებობს. ჩემს ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ 105%-ით მზად ყოფილიყვნენ, მაგრამ არა 120%-ით, რადგან ასეთი მატჩები შეიძლება ზედმეტად დამანგრეველი აღმოჩნდეს. იმ ფინალში ყველაფერი კარგად წავიდა. მიხარია, რომ ერთი კარგი თვისება გვაქვს. მოვიგებთ, თუ წავაგებთ, ჩვენ ყოველთვის ერთნაირად ვთამაშობთ.
გოლებს ვიტანთ, მაგრამ დავხვეწეთ ჩვენი დაცვითი მენტალიტეტი — დაწყებული შეტევის ხაზიდან და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მთავარი განსხვავება სხვა ძლიერ მეტოქეებთან შედარებით. წინ წასული თავდამსხმელი ის მოთამაშეა, რომელიც უშუალოდ ლიდერობს პრესინგის დროს.
ინტერის წინააღმდეგ, სანამ 4:0 არ გახდა, ვერ მოვეშვი. ეს არის განსაკუთრებული მატჩი, სადაც დაძაბულობამ შეიძლება დაგთრგუნოს. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები ამ დაძაბულობას და წნეხს საოცრად გაუმკლავდნენ. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი. გვინდა, როგორც გუნდი, განვითარება გავაგრძელოთ, ჩვენს გულშემატკივრებს სიამაყე ვაგრძნობინოთ და ეს მომენტი კვლავ გავიმეოროთ.
ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, არის გუნდის გაუმჯობესება — როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიპოვოთ თამაშის ფაზები, რომლებიც დასახვეწია. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ წელს ყველაფრის მოგება ისევ შეგვიძლია. სწორედ ეს გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა გასულ სეზონში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გარდა სხვა ყველა საკლუბო ტურნირი მოიგო, მათ შორის ისტორიაში პირველად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. ფინალში კი ერთ-ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.