ჟიულ კუნდე, კლაუდიო ეჩევერი
Aa
Aa

შეცდომა აღიარეს | ბარსელონას კარში ჟირონას გოლი უნდა გაუქმებულიყო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა (CTA) აღიარა შეცდომა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ჟირონასა“ და „ბარსელონას“ მატჩში ვიდეორეფერიმ დაუშვა.

კატალონიურ დერბიში პაუ კუბარსის გოლს „ჟირონამ“ თომა ლემარის გოლით უპასუხა, შემდეგ კი მასპინძლებს გამარჯვება ფრან ბელტრანმა მოუტანა (2:1), თუმცა მანამდე კლაუდიო ეჩევერიმ „ბლაუგრანას“ მცველს, ჟიულ კუნდეს ფეხზე დააბიჯა, თუმცა ეს ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვეს როგორც მთავარმა მსაჯმა სესარ სოტო გრადომ, ისე ვიდეორეფერიმ დავიდ გალვეს რასკონმა.

„ვიდეორეფერიმ ჩათვალა, რომ ამ ეპიზოდის ინტერპრეტირება მსაჯის პრეროგატივა იყო. თუმცა თუ ფეხბურთელი მეტოქეს ფეხზე აბიჯებს, ჯარიმა უნდა დაინიშნოს. „ჟირონას“ შემტევმა უხეშად დააბიჯა ფეხი მეტოქეს და ამით უპირატესობა მოიპოვა ორთაბრძოლაში. ამ შემთხვევაში მსაჯს გოლი უნდა გაეუქმებინა და „ბარსელონას“ სასარგებლოდ ჯარიმა დაენიშნა, ხოლო კლაუდიო ეჩევერისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. ვიდეორეფერი უნდა ჩარეულიყო საქმეში, ვინაიდან ეს აშკარა დარღვევა იყო“, - აღნიშნულია CTA-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის შემდეგ თავად კლაუდიო ეჩევერიმ განაცხადა, რომ თუ მსაჯი გოლს გააუქმებდა და ჯარიმას დანიშნავდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, ვინაიდან მან ნამდვილად დაარღვია წესები კუნდეს წინააღმდეგ.

აქვე გეტყვით, რომ ამ მარცხის შედეგად „ბარსელონამ“ ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა, თუმცა სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე ჰანსი ფლიკის გუნდი უკვე მომდევნო ტურში დაბრუნდა, როცა „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნასთან“ წააგო, კატალონიელებმა კი შინ „ლევანტე“ დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტამ დაადასტურა | პსჟ იამალის სანაცვლოდ €250 მილიონს იხდიდა
ლაპორტამ დაადასტურა | პსჟ იამალის სანაცვლოდ €250 მილიონს იხდიდა