ჰანსი ფლიკი, პედრი, ფერან ტორესი
Aa
Aa

„3 წამით რომ გადააცილო, დაგვიანებული ხარ“ | ჰანსი ფლიკის ჯარიმები ბარსელონაში

„ბარსელონას“ ფეხბურთელები, ფერან ტორესი და პედრი ცნობილი სატელევიზიო შოუს, El Hormiguero-ს სტუმრები იყვნენ. „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებმა მთავარ მწვრთნელზე, ჰანსი ფლიკზე და გერმანელი სპეციალისტის მიერ დაწესებულ ჯარიმებზე ისაუბრეს.

პედრი: „ჰანსი ფლიკმა პუნქტუალურობასთან დაკავშირებული წესები ოდნავ შეცვალა. თუ დააგვიანებ, ჯარიმის გადახდა გიწევს, თუმცა თამაშის გამოტოვება ავტომატურად არ გემუქრება. თუ ვარჯიში 11:00-ზე იწყება და შენ 11 საათსა და 3 წამზე მიხვალ, ფლიკისთვის უკვე დაგვიანებულთა შორის ხარ“.

ფერან ტორესი: „თუ მატჩის დღეს აგვიანებ, ჯარიმის გადახდა გიწევს. თუ 10 წუთი დაგაგვიანდა, ჯარიმა 40 000 ევროა. თუ 20 წუთი გაგვიანდება, გირჩევნია, საერთოდ სახლში დარჩე. მატჩის დღეს დაგვიანება სახიფათოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეხვედრაზე სათანადოდ ორიენტირებული არ ხარ. მე იმ ფეხბურთელთა შორის ვარ, რომლებიც ყოველთვის ადრე მოდიან“.

საინტერესოა, რომ ფერანსა და პედრის ჰკითხეს, „რეალის“ რომელ ფეხბურთელს გადაიყვანდნენ „ბარსელონაში“, რაზეც „ბლაუგრანას“ მოთამაშეებმა კილიან მბაპე გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი და ილია მომდევნო ჩხუბისთვის საქართველოში მოემზადებიან? - რას ამბობს „მანქანა“
მერაბი და ილია მომდევნო ჩხუბისთვის საქართველოში მოემზადებიან? - რას ამბობს „მანქანა“