მერაბი და ილია მომდევნო ჩხუბისთვის საქართველოში მოემზადებიან? - რას ამბობს „მანქანა“
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი და მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია ერთობლივი საწვრთნელი შეკრების სამშობლოში ჩატარებას გეგმავენ.
მერაბ დვალიშვილმა ამის შესახებ ნინა დრამასთან ისაუბრა:
„როგორც კი ილიას ბრძოლა დაანონსდება, მე ესპანეთში გავემგზავრები, თუმცა ის, სავარაუდოდ, საწვრთნელ ბანაკს საქართველოში გაივლის. მან ეს ჯერ კიდევ მაშინ მითხრა, როცა ესპანეთში ვიყავი. თუ ასე მოხდება, შესანიშნავი იქნება“.
ილია თოფურიამ ბოლოს 2025 წლის ივნისში, UFC 317-ზე იბრძოლა, სადაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. მის ანგარიშზე 17 გამარჯვება და 0 მარცხია. მერაბ დვალიშვილი კი ოქტაგონზე ბოლოს 2025 წლის დეკემბერში, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ ბრძოლაში მერაბი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. მის ანგარიშზე 21 გამარჯვება და 5 მარცხია.